როდესაც ფოტოგრაფია და მაგნოლია ფირის ლაბი გავხსენით, ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა – მხარი დაგვეჭირა ფოტოგრაფთა თემისთვის საქართველოში. თქვენი გამოგზავნილი აპლიკაციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენს მისიაში. აქთუშეთიის დაფინანსების მოსაპოვებლად30-ზე მეტმა თქვენგანმა გამოგზავნა აპლიკაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე მეტად აღფრთოვანებული, ძნელად თუ ვიქნებოდით. ქართველი ფოტოგრაფების ხარისხი/დონე კი გასაოცარია და მოტივაციას ყოველდღიურად გვიმაღლებს, რომ თქვენთვის ვიმუშაოთ.
სამწუხაროდ, ამ ჯგუფიდან მხოლოდ 2 გამარჯვებულის არჩევა გვიწევს, თუმცა სასიხარულო ამბავი გვაქვს ფინალისტებისთვის! 8 მათგანი დაჯილდოვდება Ilford Hp5 Plus ფირითა და Darkroom ფოტობეჭდვის ვორქშოფზე დასწრებით, რომელსაც ფოტოგრაფიის თანადამფუძნებელი და Darkroom-ის ოსტატი გელა შეყელაძე წარუძღვება. ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს ანონიმურ დონორს, რომლის დახმარებითაც მოგვეცა შანსი შეგვქემნა სრული დაფინანსების პაკეტები.
სანამ გამარჯვებულებს გამოვაცხადებთ, მოგიყვებით შერჩევითობის პრინციპზე.
ყველა მონაწილეს მიენიჭა ქულები – პროექტის წერილობითი აღწერა (20%) და 5 ფოტო, რომელიც მათ უნდა გამოეგზავნათ (80%). სამმა ჟიურიმ 2 გამარჯვებული ანონიმური ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.
ვულოცავთ Aqtushetii დაფინანსების გამარჯვებულებსა და ფინალისტებს!
ფინალისტები: გიორგი გამგებელი, ნიკოლოზ გორდელაძე, ირაკლი გიორგაძე, მარიამ ვარდოსანიძე, ბიჩკა ჭეიშვილი, ნათია გნოლიძე, ქეთევან ვეშაგური, ეკა ბუგიანიშვილი.
აქთუშეთის დაფინანსების გამაჯვებულები: თიკო იმნაძე და ომარ გოგიჩაიშვილი.

“ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა აბსტრაქტულია, რომელზეც გავლენას ბავშვობაში ნანახი სურათი ახდენს, რომელიც არც კი ვიცი რა არის და როდის ვნახე. თუმცა მისი აბსტრაქტული ფორმები ყოველთვის თვალწინ მიდგას.” – თიკო იმნაძე

ომარის ფოტოგრაფია თბილისის სხვადასხვა სუბკულტურების დოკუმენტურ მასალას მოიცავს. “წლის განმავლობაში ჩემი ფოტოგრაფია ორ ნაწილად იყოფა , წელიწადის უმეტეს ნაწილს ვატარებ თბილისში და ფირზე ავსახავ ქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა სუბკულტურების წარმომადგენელ ინდივიდებს, ანდერგრაუნდ კლუბებს თუ ალტერნატიულ შემოქმედებით ღონისძიებებს. ზაფხული არის ერთადერთი სეზონი როდესაც ქალაქის ინდუსტრიული ცხოვრების რიტმს, ბუნებაში ხეტიალით ვანაცვლებ. ძირითადად მთიან რეგიონებში ვმოგზაურობ. თუშეთი არის ადგილი, რომელზეც ბევრი მსმენია და ჯერ კიდევ არ მინახავს. ვარ დაინტერესებული მისი ზღაპრული მითოლოგიით და ბუნებით.”
კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ანონიმურ დონორს, და ყველას ვინც თავისი ნამუშევრები გამოგვიგზავნა! თუ გსურთ თუშეთის ვორქშოფზე დასწრება, .
Announcing the winners of our AqTushetii Scholarship