ჩვენი ანონუმური დონორის დახმარებით Magnolia Film Lab-ი და AqTushetii სიამაყით წარმოგიდგენთ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ერთობლივი ვორქშოპის 2 სრულ დაფინანსების პაკეტს. პაკეტები გაიცემა ქართველ ფირის ფოტოგრაფებზე, რომელთაც საშუალება მიეცემათ ვორქშოპში მონაწილეობა უსასყიდლოდ მიიღონ. ვორქშოპი აქთუშეთის რეზიდენციაში, 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. თითოეული დაფინანსება 480 ევროს ღირებულებისაა და მოიცავს ტრანსპორტს, საცხოვრებელს, კვებას, ფირებს, ფირის გასამჟრავნებელ ქიმიას, ქაღალდებსა და ინდივიდუალურ-ჯგუფურ ვორქშოპებს ჩვენს თანადამფუძნებლებთან გელა შეყელაძესთან და რაიან მაკკარელთან ერთად.
სრული ინფორმაცია ვორქშოპის შესახებ იხილეთ აქ:
დაფინანსება გაიცემა პორტფოლიოების განხილვის საფუძველზე. დაფინანსება ხელმისაწვდიომია ყველა ჟანრში მომუშავე ფოტოგრაფებისათვის. დამწყები ფოტოგრაფები წახალისებულნი არიან ფორმის შესავსებად.
შევსებისას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ პროექტის ბრიფი. მოგვწერეთ რას გსურთ, რომ ვორქშოფების პერიოდში მიაღწიოთ. ან/და თუ რაიმე პროექტზე მუშაობთ და გსურთ ვორქშოპის დახმარებით პროექტი განავითაროთ, მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ 150-200 სიტყვით, ასევე თან დაურთეთ 5 ფოტო, რომელიც საუკეთესოდ აღწერს თქვენს ფოტოგრაფიულ საქმიანობას.
გთხოვთ, გამოგზავნოთ აპლიკაცია -ზე და subject-ში მიუთითოთ Magnolia Film Lab/Aqtushetii Summer Residency Scholarship.
დაუსრულებელი აპლიკაციები არ განიხილება.
ასევე თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ არა დაფინანსებადი ფორმა აქ
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 7 ივნისი
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 14 ივნისს