Cart

Cart

საბა გორგოძის ფოტოგრაფია

“To be honest, photography never makes me happy.” – Saba Gorgodze

მის ფოტოებში ხშირად ზღვარი წაშლილია, ფოტოგრაფია მხატვრობას ჰგავს, ხანდახან სიზმრებს, დავიწყებულ მოგონებებს და ისეთ გამოცდილებას, რომელიც არასდროს გამოგვიცდია, მაგრამ გვახსოვს.
საბას ფოტოებში ყოველთვის არის, რაღაც ნაცნობი სიურეალისტური, გასაგები განცდა, რომელიც თბილისში სეირნობისას წამიერად დაგვეუფლება, თუმცა ყოველთვის ვახერხებთ, ამ განცდისგან თავის დაღწევას.

საბას ფოტოებში, კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ფოტოგრაფიის მიმართ, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ რამდენიმე კითხვა დაგვესვა და უკეთ გაგვეგო მისი აზრები, თუ შეხედულებები.


Saba gorgodze

01. ერთ-ერთი ხარ იმათგან, ვინც თავიდან ბოლომდე ფოტოგრაფიის სფეროშია ჩაფლული, შენი ფოტოგრაფიის შესახებ, რომ მოგვიყვე:

ჩემი ფოტოგრაფიაში მოგზაურობა ყოველგვარი წინა პირობის გარეშე მოხდა. ყველაფერი სკეიტბორდინიგდან დაიწყო. გაუცნობიერბელად, თავიდან ნათხოვარი, ხოლო შემდეგ კი უკვე საკუთარი კამერით დავიწყე ჩემს გარშემო განივთარებული მოვლენების გადაღება. ჩემი ინტერესი, მხოლოდ სკეიტერების და მათი ცხოვრების დოკუმენტაცია იყო, თუმცა დროთა განმავლობაში გამოციდლების ზრდასთან  ერთად დამოკიდებულებაც შეიცვალა და მივხვდი, რომ ფოტოგრაფიას უფრო მეტი შეეძლო ვიდრე უბრალოდ დოკუმენტაცია.
გამიჭირდება რაიმე კონკრეტული მიმართულების ჩარჩოში მოვაქციო ჩემი ფოტოგრაფია. ვფიქრობ, ეს დაბალანსებული ხაზია – ქუჩის, დოკუმენტურ და კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას შორის, რაც საშუალებას მაძლევს გავხადო პირადი პროექტები უფრო მოქნილი, მეტად დამოკიდებული მნახველის აღქმაზე, ისე რომ ჩემი მესიჯიც გასაგები იყოს და თან ტოვებდეს აბსტრაქტულ სივრცეს ფიქრისთვის.
რაც შეხება ფოტოგრაფიის მიზანს, ეს მუდმივად ცვალებადი პროცესია და ვფიქორბ ზედემტი სიმძიმისგან რომ დავიცვა ვიტყოდი, ეს იმ უსასრულო მოგზაორუბის მემორიზაციაა, რასაც ჩვენ დროის დინებას ან უბრლოდ ცხოვრებას ვეძახით, მთელი თავისი ბედნიერებითა თუ სევდით.

Saba gorgodze
saba gorgodze


02. – შენი ფოტების თვალიერებისას ბევრი სხვადასხვა ასოციცია ჩნდება, მრავალი აზრი მოსდის დამთვალიერებელს. რამდენადაც საინტერესოა შენი ნამუშევრები, იმდენად განსხვავებულია, ემოციებიც მძიმეა და შესაბამისად სავარაუდოდ ნაკლებად კომერციული,  შენი დამოკიდებულება რა არის ამის შესახებ? რამდენად თვლი –  აქვს თუ არა მნიშვნელობა კომერციას, ან თუ არ აქვს რა უპირატესობებებზე შეიძლება ვისაუბროთ არაკომერციულ “ანდერგრაუნდ” ჟანრში მოღვაწეობით – დარჩენით.

ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები მძიმე არაა, თუმცა უდავოა ფაქტი,  რომ მუდმივად რაღაცის მიმართ ნოსტალგიის განცდა დაჰყვება, ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ ხდება გაყიდვადი, რადგან არავის სურს იქ, სადაც ადმაიანი კომოფრტს უნდა განციდედს ზედმეტი დისკომოფრტული ვიბრაცია იგრძნოს.
რაც შეხება კომერციის მნიშვნელობას, ეს ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც ჯერ კიდევ ვერ დავეწიეთ ქართულ სახელოვნებო სივრცეში. ყოველთვის ვადევნებ თვალს თუ რა ხდება გაყდივდადი. უმეტესი ფოტოები მოკლებულია კონცეპტუალურ ღირებულებებს, მაგრამ თვალისთვის არის სასიამოვნო აღსაქმელი. ვფიქქრობ ყველა გალერიამ უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი თუ როგორ უნდა გახადოს ბაზარზე მოთხოვნადი ზუსტად ის არა კომერციული და  გამოსახულებით არა მიმზიდველი ფოტოგრაფია, რომელიც ფართო მასებისთვის არ არის ცნობილი, რადგან გალერიებს აკისრიათ შემეცნებითი სივრცის ფუნქცია და აქვთ შანსი შექმნან მოთხოვნა ნებისმიერ პროდუქტზე. ჩემი თვით მიზანი არასოდეს ყოფილა რომ ვიყო ანდენგრაუნდში, მაგრამ რადგანაც ჯერჯერობით ასეა, ამის ყველაზე დიდ უპერატესობა ისაა, რასაც კრეატიული თავისუფლება ქვია, რაც საშუალებას იძლევა დაიხვეწო, შეხვიდე სწორ კომუნიკაციაში გადასაღებ ობიექტებთან და  გქონდეს შეცდომების დაშვების უფლება.

Saba gorgodze
Saba gorgodze
Saba Gorgodze
Saba gorgodze
Saba gorgodze

03. გარდა შენი ფოტოგრაფული მოღვაწეობისა, ბევრმა შეიძლება არ იცის, ვინ დგას თბილისი კამერა შოფის უკან ,რომელმაც საშუალება მისცა, ყველას, ვისაც ფირის ფოტოგრაფიის გამოეცდა სურდა აერჩიათ სასურველი კამერა და დაეწყოთ გადაღება.
როგორ გაგიჩნდა ციფრული მაღაზიის გახსნის იდეა?

მახსოვს 2019 წლის თებერვალი იყო, სამსახური ახალი დაკარგული მქონდა. გადავწყივტე, რომ პლატფორმა  გამეკთებინა  რადგან აქამდეც მქონდა გამოციდლება კამერების ყიდვა გაყიდვის თუმცა, აქაც მთავარი აქცენტი თავისუფელბაზე გაკეთდა, რადგან არ მაქვს კონკრეტული სამუშაო გრაფიკი შესაბამისად დიდი დრო მრჩება ფოტოგრაფიისთვის და საერთოდ ხელოვნების შესასწავლად.


პლატფორმა ჩემს ძველ მეგობართან ერთად დავაარსე, შესაბსმისად თავიდან ორნი ვიყავით, თუმცა ახლა თავიდან ბოლომდე მარტო ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემთვის  კომოფრტულია, რადგან არ ვარ არავიზე დამოკდებული. გახსნის დღიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც ნამდივლად არ ველოდი, სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომიდნარე მეტ დროს და ენერგიას ვუთმობ ამ საქმეს. ვცდილობ მაქისმალურად გავითვალისიწნო მომხარებელების მოთხვონები ისევე როგორც ბიუჯეტი.


Tbilisi camera shop – ის მომავალს ვხედავ როგორც worldwide პლატფორმას, რაც საშუალებას იძლევა მოიზიდოს მეტი მყიდველი, ასევე უამრავ საისამოვნო პატარა სიურპრიზს ვპირდები კამერა შოპის მომხარებლებს. პლატფორმამ მოახრეხა დახლოებით 200-250 კამერამდე გაეყიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საკმაოდ კარგი შედეგია საქართველოსთვის.

04. შენი საყვარელი კამერა / ფირი?
-ვიღებ ყველაფრით რაც ხელში მაქვს, ძირითადად რეინჯფაინდერის სიატემით.ჩემი საყვარელი ფირი არის kentmere 400

ირაკლი ჯანიაშვილის ფოტოგრაფია

“Not all those who wander are lost.” J.R.R. Tolkien შენს შესახებ მოგვიყევი, როგორც ვიცი პროგრამისტი ხარ, შენი პროფესიის შესახებ რომ გვითხრა მე ვარ ირაკლი ჯანიაშვილი, 27 წლის. 9 წელია პროგრამისტი ვარ, ვაკეთებ ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს. მიმუშავია სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ სტარტაპებში. ახლა ვმუშაობ სან ფრანცისკოში არსებულ კომპანიაში პოზიციაზე – Senior Software Engineer. ასევე […]

Announcing the winners of our AqTushetii Scholarship

როდესაც ფოტოგრაფია და მაგნოლია ფირის ლაბი გავხსენით, ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა – მხარი დაგვეჭირა ფოტოგრაფთა თემისთვის საქართველოში. თქვენი გამოგზავნილი აპლიკაციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენს მისიაში. აქთუშეთიის დაფინანსების მოსაპოვებლად30-ზე მეტმა თქვენგანმა გამოგზავნა აპლიკაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე მეტად აღფრთოვანებული, ძნელად თუ ვიქნებოდით. ქართველი ფოტოგრაფების ხარისხი/დონე კი გასაოცარია და მოტივაციას ყოველდღიურად გვიმაღლებს, რომ თქვენთვის ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ამ […]

საბა გორგოძის ფოტოგრაფია

“To be honest, photography never makes me happy.” – Saba Gorgodze მის ფოტოებში ხშირად ზღვარი წაშლილია, ფოტოგრაფია მხატვრობას ჰგავს, ხანდახან სიზმრებს, დავიწყებულ მოგონებებს და ისეთ გამოცდილებას, რომელიც არასდროს გამოგვიცდია, მაგრამ გვახსოვს. საბას ფოტოებში ყოველთვის არის, რაღაც ნაცნობი სიურეალისტური, გასაგები განცდა, რომელიც თბილისში სეირნობისას წამიერად დაგვეუფლება, თუმცა ყოველთვის ვახერხებთ, ამ განცდისგან თავის დაღწევას. საბას ფოტოებში, კარგად […]

იკა ხარგელია ინტერვიუ

“And now here is my secret, a very simple secret: It is only with the heart that one can see rightly; what is essential is invisible to the eye.”  Antoine de Saint-Exupéry, The Little Prince დღევანდელ ბლოგში ჩვენ ფოტოგრაფ იკა ხარგელიას შესახებ მოგიყვებით, რომლის განსხვავებული ხედვა, ტექნიკა და გამოცდილება შეიძლება თქვენი შთაგონების წყარო გახდეს. იკამ გადაღება […]

Aqtushetii Summer Residency Scholarship

ჩვენი ანონუმური დონორის დახმარებით Magnolia Film Lab-ი და AqTushetii სიამაყით წარმოგიდგენთ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ერთობლივი ვორქშოპის 2 სრულ დაფინანსების პაკეტს. პაკეტები გაიცემა ქართველ ფირის ფოტოგრაფებზე, რომელთაც საშუალება მიეცემათ ვორქშოპში მონაწილეობა უსასყიდლოდ მიიღონ. ვორქშოპი აქთუშეთის რეზიდენციაში, 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. თითოეული დაფინანსება 480 ევროს ღირებულებისაა და მოიცავს ტრანსპორტს, საცხოვრებელს, კვებას, ფირებს, ფირის გასამჟრავნებელ ქიმიას, ქაღალდებსა და […]

saba gorgodze
No Replies on

საბა გორგოძის ფოტოგრაფია

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.