შენს შესახებ მოგვიყევი, როგორც ვიცი პროგრამისტი ხარ, შენი პროფესიის შესახებ რომ გვითხრა
მე ვარ ირაკლი ჯანიაშვილი, 27 წლის. 9 წელია პროგრამისტი ვარ, ვაკეთებ ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს. მიმუშავია სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ სტარტაპებში. ახლა ვმუშაობ სან ფრანცისკოში არსებულ კომპანიაში პოზიციაზე – Senior Software Engineer.
ირაკლი ჯანიაშვილი
ასევე შენს ინსტაგრამზე ბევრ საინტერესო ფოტოს ვაწყდებით, პროგრამირების გარდა ფოტოგრაფიითაც ხარ გატაცებული, როდის დაიწყე გადაღება
ანალოგ ფოტოგრაფიით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, პირველი ფოტო კი 2016 წელს გადავიღე მეგობრის ნაჩუქარი Zenit-ის კამერით და Fuji c200 ფირით. ჩემს ინსტაგრამზე ამ პერიოდიდან დღემდე გადაღებულ ფოტოებს შეხვდებით, თუმცა პროფესიიდან გამომდინარე ბევრი დრო არ მაქვს, რომ სოციალურ მედიას სათანადო ყურადღება დავუთმო. ძირითადად ჩემს ფოტოებს პირად ფაილებში ვინახავ.
ირაკლი ჯანიაშვილი
აქვს თუ არა საერთო რამე პროგრამირებასა და ფოტოგრაფიას? ერთი შეხედვით განსხვავებული დარგებია, მეორეს მხრივ კი ორივე სფერომ გაგიტაცა ამის შესახებ რომ მოგვიყვე
თანაკვეთა ამ სფეროებს ძალიან ცოტა აქვს, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და რისი განზოგადებაც შესაძლებელია არის რომ ორივეგან რაც უფრო მეტია პრაქტიკა, მით უფრო კარგია შედეგი. ასევე აღსანიშნავია, რომ პროგრამირება საშუალებას მაძლევს ვიმოგზაურო და ვიმუშაო დისტანციურად, რაც მეხმარება კადრებისთვის საინტერესო ადგილებისა და სიტუაციების პოვნაში.
ირაკლი ჯანიაშვილი
ირაკლი ჯანიაშვილი
4. რომელია შენი გადაღებულებიდან საყვარელი ფოტო?
ჩემი გადაღებული ფოტოებიდან ყველაზე მეტად მომწონს 2018 წელს გადაღებული ნიუ იორკის სერია. ვფიქრობ რომ ყველა ლოკაციას შესაბამისი ფირის შერჩევა ჭირდება. ამ შემთხვევაში კი ilford-ის ფირებმა საუკეთესო შედეგი მომცა.
ირაკლი ჯანიაშვილი
ირაკლი ჯანიაშვილი
საყვრაელი ფოტოგრაფი თუ გყავს?
Shōji Ueda, Hiroshi Sugimoto, Bresson, Franco Fontana, Steve McCurry
6. რომელია შენი საყვარელი ფირი და რა კამერით იღებ?
ფერადი ფირებიდან მიყვარს kodak portra 400. შავთეთრიდან კი ilford xp2 400. ვიღებ Contax RTS კამერით.
ირაკლი ჯანიაშვილი
ირაკლი ჯანიაშვილი
ირაკლი ჯანიაშვილი
მადლობას ვუხდით ირაკლის თავისი გამოცდილებისა და ამბების გაზიარებისთვის.
თუ გაქვთ რაიმე კითხვები, ირაკლისთან, ან ფირთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი და ჩვენ შევცდებით გიპასუხოთ.
“Not all those who wander are lost.” J.R.R. Tolkien შენს შესახებ მოგვიყევი, როგორც ვიცი პროგრამისტი ხარ, შენი პროფესიის შესახებ რომ გვითხრა მე ვარ ირაკლი ჯანიაშვილი, 27 წლის. 9 წელია პროგრამისტი ვარ, ვაკეთებ ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს. მიმუშავია სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ სტარტაპებში. ახლა ვმუშაობ სან ფრანცისკოში არსებულ კომპანიაში პოზიციაზე – Senior Software Engineer. ასევე […]
როდესაც ფოტოგრაფია და მაგნოლია ფირის ლაბი გავხსენით, ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა – მხარი დაგვეჭირა ფოტოგრაფთა თემისთვის საქართველოში. თქვენი გამოგზავნილი აპლიკაციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენს მისიაში. აქთუშეთიის დაფინანსების მოსაპოვებლად30-ზე მეტმა თქვენგანმა გამოგზავნა აპლიკაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე მეტად აღფრთოვანებული, ძნელად თუ ვიქნებოდით. ქართველი ფოტოგრაფების ხარისხი/დონე კი გასაოცარია და მოტივაციას ყოველდღიურად გვიმაღლებს, რომ თქვენთვის ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ამ […]
“To be honest, photography never makes me happy.” – Saba Gorgodze მის ფოტოებში ხშირად ზღვარი წაშლილია, ფოტოგრაფია მხატვრობას ჰგავს, ხანდახან სიზმრებს, დავიწყებულ მოგონებებს და ისეთ გამოცდილებას, რომელიც არასდროს გამოგვიცდია, მაგრამ გვახსოვს. საბას ფოტოებში ყოველთვის არის, რაღაც ნაცნობი სიურეალისტური, გასაგები განცდა, რომელიც თბილისში სეირნობისას წამიერად დაგვეუფლება, თუმცა ყოველთვის ვახერხებთ, ამ განცდისგან თავის დაღწევას. საბას ფოტოებში, კარგად […]
“And now here is my secret, a very simple secret: It is only with the heart that one can see rightly; what is essential is invisible to the eye.” Antoine de Saint-Exupéry, The Little Prince დღევანდელ ბლოგში ჩვენ ფოტოგრაფ იკა ხარგელიას შესახებ მოგიყვებით, რომლის განსხვავებული ხედვა, ტექნიკა და გამოცდილება შეიძლება თქვენი შთაგონების წყარო გახდეს. იკამ გადაღება […]
ჩვენი ანონუმური დონორის დახმარებით Magnolia Film Lab-ი და AqTushetii სიამაყით წარმოგიდგენთ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ერთობლივი ვორქშოპის 2 სრულ დაფინანსების პაკეტს. პაკეტები გაიცემა ქართველ ფირის ფოტოგრაფებზე, რომელთაც საშუალება მიეცემათ ვორქშოპში მონაწილეობა უსასყიდლოდ მიიღონ. ვორქშოპი აქთუშეთის რეზიდენციაში, 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. თითოეული დაფინანსება 480 ევროს ღირებულებისაა და მოიცავს ტრანსპორტს, საცხოვრებელს, კვებას, ფირებს, ფირის გასამჟრავნებელ ქიმიას, ქაღალდებსა და […]
Blog fotografia magnolia film lab phtography blog irakli janiashvili
ირაკლი ჯანიაშვილის ფოტოგრაფია