Cart

Cart

Lomography Berlin Kino 400 – გიორგი გამგებლის მიმოხილვა

Giorgi Gamgebeli

ყოველ კვირას მაგნოლია ფილმ ლაბი ფოტოგრაფთა წრიდან, რომელიმე წევრს იწვევს, რათა ფოტოგრაფმა მიმოიხილოს თავისი საყვარელი ფირი. ამ კვირაში გიორგი გამგებელი გვიზიარებს შეხედულებებს Berlin Kino 400 film-ის შესახებ.

Lomography Berlin Kino 400 მიმოხილვა

„Berlin Kino საშუალებას აძლევს ფოტოგრაფებს გამოკვეთონ უმნიშვნელო დეტალებიც კი, რაც სხვა შემთხვევაში დაკარგული იქნებოდა და მოყვნენ ისტორიებს, რაც სხვა შემთხვევაში უთქმელი იქნებოდა „ – წერს Lomography. 2018 წლის შემოდგომაზე „ლომოგრაფიმ“ დაანონსა ახალი ფირის გამოშვება – Berlin Kino 400, რომელიც უფრო ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და ნაკლებადაა კონკურენტი კარგად ნაცნობი შავ-თეთრი ფირების. აღნიშნულ ფირს აქვს ექსპოზიციის ფართო განედი – შესაძლებელია მისი დაფუშვა ISO 3200-ზე, რაც ფილტრებთან და გამჟღავნების პროცესებთან ერთად იძლევა კრეატიულობის განუსაზღვრელ შესაძლებლობას.

Giorgi Gamgebeli

ფერი

შავ-თეთრი

შუქმგრძნობელობა

400

ფორმატი

35,100

კადრების რაოდენობა

36

ფირი

Berlin Kino 400

ფირს აქვს არც თუ ისე მაღალი კონტრასტი და საკმაოდ დახვეწილი ხმაურის დონე. ფირი კარგად მუშაობს ბუნებრივი განათების დროს – აქვს კარგი დეტალიზაცია. ფირს ახასიათებს გამორჩეული, თვალშისაცემი  ნაცრისფერი ტონები, რომელიც დაბალი კონტრასტის საშუალებით ძალიან ბუნებრივად და რბილად გადადის  ერთმანეთში. ეს კი ფოტოზე ფერთა გამის უნიკალურ ერთიანობას ქმნის.

Giorgi Gamgebeli

დაბალი განათების შემთხვევაში ფოტოებს აქვთ საშუალოზე მაღალი ხმაური და ცუდი დეტალიზაცია. ეს ვრცელდება ინტერიერში გადაღებულ ფოტოებზე და აგრეთვე ღია სივრცეში, მოღრუბლულ ამინდში გადაღებულ ფოტოებზე. მიუხედავად ამისა, ეს იძლევა სიძველის ელფერს. რა თქმა უნდა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ფირი ინსპირირებულია 1960 – იანი გერმანული კინოთი.

Giorgi Gamgebeli

ფოტოებს აქვთ ძველებური,  ვინტაჟური იერი და ამით განსხვავდება დანარჩენი შავ-თეთრი ფირებისგან. თუკი თქვენ არ ეძებთ მაღალ კონტრასტულობასა და სიმკვეთრეს ფოტოებში, მაშინ ეს ფირი ცდად ღირს – ვფიქრობ, აღნიშნული ფირით არაჩვეულებრივად შეიძლება სიძველის ეფექტის მიღება და კარგად იმუშავებს ქუჩის ფოტოგრაფიის შემთხვევაშიც. ფირი გამოირჩევა არაპროგნოზირებადობით , ამიტომაც ღია იყავით ექსპერიმენტებისადმი.

Giorgi Gamgebeli


მადლობა გიორგი გამგებელს, შესანიშნავი მიმოხილვისთვის, თუ გსურთ გაგვიზიაროთ ფირის მიმოხილვა, უბრალოდ მოგვწერეთ, ჩვენ კი სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ.

  • Lomography Color Negative 400 35mm
    75.00
    Select options

ირაკლი ჯანიაშვილის ფოტოგრაფია

“Not all those who wander are lost.” J.R.R. Tolkien შენს შესახებ მოგვიყევი, როგორც ვიცი პროგრამისტი ხარ, შენი პროფესიის შესახებ რომ გვითხრა მე ვარ ირაკლი ჯანიაშვილი, 27 წლის. 9 წელია პროგრამისტი ვარ, ვაკეთებ ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს. მიმუშავია სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ სტარტაპებში. ახლა ვმუშაობ სან ფრანცისკოში არსებულ კომპანიაში პოზიციაზე – Senior Software Engineer. ასევე […]

Lomography Berlin Kino 400 – გიორგი გამგებლის მიმოხილვა

ყოველ კვირას მაგნოლია ფილმ ლაბი ფოტოგრაფთა წრიდან, რომელიმე წევრს იწვევს, რათა ფოტოგრაფმა მიმოიხილოს თავისი საყვარელი ფირი. ამ კვირაში გიორგი გამგებელი გვიზიარებს შეხედულებებს Berlin Kino 400 film-ის შესახებ. Lomography Berlin Kino 400 მიმოხილვა „Berlin Kino საშუალებას აძლევს ფოტოგრაფებს გამოკვეთონ უმნიშვნელო დეტალებიც კი, რაც სხვა შემთხვევაში დაკარგული იქნებოდა და მოყვნენ ისტორიებს, რაც სხვა შემთხვევაში უთქმელი იქნებოდა „ […]

Announcing the winners of our AqTushetii Scholarship

როდესაც ფოტოგრაფია და მაგნოლია ფირის ლაბი გავხსენით, ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა – მხარი დაგვეჭირა ფოტოგრაფთა თემისთვის საქართველოში. თქვენი გამოგზავნილი აპლიკაციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენს მისიაში. აქთუშეთიის დაფინანსების მოსაპოვებლად30-ზე მეტმა თქვენგანმა გამოგზავნა აპლიკაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე მეტად აღფრთოვანებული, ძნელად თუ ვიქნებოდით. ქართველი ფოტოგრაფების ხარისხი/დონე კი გასაოცარია და მოტივაციას ყოველდღიურად გვიმაღლებს, რომ თქვენთვის ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ამ […]

საბა გორგოძის ფოტოგრაფია

“To be honest, photography never makes me happy.” – Saba Gorgodze მის ფოტოებში ხშირად ზღვარი წაშლილია, ფოტოგრაფია მხატვრობას ჰგავს, ხანდახან სიზმრებს, დავიწყებულ მოგონებებს და ისეთ გამოცდილებას, რომელიც არასდროს გამოგვიცდია, მაგრამ გვახსოვს. საბას ფოტოებში ყოველთვის არის, რაღაც ნაცნობი სიურეალისტური, გასაგები განცდა, რომელიც თბილისში სეირნობისას წამიერად დაგვეუფლება, თუმცა ყოველთვის ვახერხებთ, ამ განცდისგან თავის დაღწევას. საბას ფოტოებში, კარგად […]

FUJI COLOR 200 განხილვა

როცა საუბარი მიდის სამომხმარებლო კლასის ფირზე, არამგონია რომელიმე წარმოებელი იმაზე უფრო იაფი ფასის ფირს გვთავაზობდეს, როგორც ფუჯი თავისი Fujicolor C200. მიუხედავად ჩემთვის Fujicolor C200 ერთ-ერთი საყვარელი ფირია, რომელიც ფასთან შედარებით საოცრად მკვეთრი და ადვილად გამოსაყენებადია. დასახელება  შუქმგრძნობელობა  ხელმისაწვდომი ფორმატი  კადრების რაოდენობა   გამჟღავნება ხმაურის სიხშირე  FUJI COLOR 200 200 35მმ 24/36 C41 საშუალოზე Fuji Color C200 […]

No Replies on

Lomography Berlin Kino 400 – გიორგი გამგებლის მიმოხილვა

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.