Cart

Cart

KODAK COLORPLUS 200 განხილვა

დღესდღეობით Kodak Colorplus 200 ერთ-ერთი ყველაზე იაფი, სამომხმარებლო კლასის ფირია, რომელსაც მწარმოებელი Kodak-ი გვთავაზობს. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ მის პოპულარობას მისი ბიუჯეტურობა და ხელმისაწვდომობა განაპირობებს, როგორც ჩვენს მომხმარებლებში, ისე ზოგადად ფირის მოყვარულთა საზოგადოებაში. თუმცა ჩემი აზრით, Kodak Colorplus-ი ფრიად დაუფასებელი ფირია, რომელსაც შეუძლია, ასეთი დაბალი ფასის მიუხედავად, საკმაოდ კარგი შედეგები მოგვცეს.

Colorplus 200 არის ფერადი, 35მმ იანი ფირი, რომელიც დაბალანსებულია დღის შუქზე (5500K) შუქმგრძნობელობით 200 ISO. ის შედარებით ნაკლებად დახვეწილი ფირია, რადგან ძველ ემულსიას იყენებს, თუმცა სწორედ ამ ემულსიის წყალობით Colorplus-ს შეუძლია მოგვცეს ფოტოზე ის ვინტაჟური, ძველებურეი იერი, რომელიც ბევრ ფირის მოყვარულს იზიდავს.

© Nina Sizova • @ninainbinderpics

Colorplus-ით გადაღებულ ფოტოებს ზოგადი სასიამოვნო თბილი ყვითელი ელფერი დაკრავს, რომელიც ჩრდილებში უფრო მუქი ფორთოხლისფერისკენ იხრება. მის ზოგად ელფერს ემატება Kodak-ისთვის ჩვეული გაცრეცილი ფერთა გამა, ნაკლები სატურაცია, რის შედეგადაც სახეზე რეტრო სტილის ფოტოებს ვიღებთ.

კანის ფერზე Colorplus-ი ოდნავ დახშობილ ტონებს გვაძლევს, რომელსაც ძირითადად რბილი წითელი ელფერი აქვს შეპარული.

უნდა აღინიშნოს, რომ Colorplus-ი სხვა სამომხმარებლო კლასის ფირებთან შედარებით ძალიან კარგად არენდერებს ლურჯ და ცისფერს ფერებს. Colorplus-ით გადაღებულ ცას ყოველთვის უფრო ბუნებრივი, რეალისტური იერი აქვს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფართე ექსპოზიციის განედით  სინათლეს ცის მიმართ გავზომავთ.

Colorplus-ი თავს საუკეთესოდ  ბევრი ბუნებრივი განათების პირობებში იჩენს. სწორი გაზომვის შემთხვევაში, საკმაოდ კარგად უძლებს ჭარბ ექსპოზიციას, თუმცა ნაკლები ექსპოზიციის დროს ინფორმაცია ჩრდილებში მარტივად იკარგება.

Colorplus-ს, როგორც სხვა დღის შუქზე დაბალანსებულ ფირს, არ უყვარს ხელოვნური განათება. ასეთ პირობებში ელვა-მაშუქის ან ფილტრების არგამოყენების შემთხვევაში ფოტოზე მომწვანო-მოყვითალო ტონი ჩნდება.

შეჯამებისთვის, Kodak Colorplus 200 არის იაფი, საშუალო შუქმგრძნობელობის მქონე ფირი, რომელიც მოგცემთ ნოსტალგიურ, სასიამოვნო თბილ ტონებს. ნატურალური კანის ფერის, ზომიერი ხმაურისა და მისი სიმარტივის წყალობით, ეს ფირი კარგი ვარიანტია როგორც ქუჩის ფოტოგრაფიისთვის, ისე ზოგადი გამოყენებისთვის. მისი ერთადერთ ნაკლად შეძლება ჩაითვალოს ის, რომ ფირი რომელიც კარგია ყველაფრისთვის, შესანიშნავია არაფრისთვის.

დასახელება  

 დონე 

შუქმგრძნობელობა   

 ხელმისაწვდომი ფორმატი

კადრების რაოდენობა  

გამჟღავნება   

ხმაურის სიხშირე 

სიმკვეთრე         

KODAK COLORPLUS 200

დამწყებთათვის

200

35მმ

36

C41

 საშვალო, სასიამოვნო ხმაური

საშუალო

No Replies on

KODAK COLORPLUS 200 განხილვა

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.