Cart

Cart

FUJI COLOR 200 განხილვა

როცა საუბარი მიდის სამომხმარებლო კლასის ფირზე, არამგონია რომელიმე წარმოებელი იმაზე უფრო იაფი ფასის ფირს გვთავაზობდეს, როგორც ფუჯი თავისი Fujicolor C200. მიუხედავად ჩემთვის Fujicolor C200 ერთ-ერთი საყვარელი ფირია, რომელიც ფასთან შედარებით საოცრად მკვეთრი და ადვილად გამოსაყენებადია.

დასახელება 

შუქმგრძნობელობა 

ხელმისაწვდომი ფორმატი 

კადრების რაოდენობა  

გამჟღავნება

ხმაურის სიხშირე 

FUJI COLOR 200

200

35მმ

24/36

C41

საშუალოზე

Fuji Color C200 ხასიათდება, როგორც ფირი, რომელიც განკთვნილია მარტივი და მოქნილი გამოყენებისათვის. იმისდა მიუხედავად, რომ Fuji C200 დღის შუქზე დაბალანსებული ფირია (5500K) შუქმგრძნობელობით 200 iso/24°, ის თანაბრად კარგად მუშაობს, როგორც გარეთ დღისით, ისე დახურულ სივრცეში, ღამე ელვა მაშუქის, ბლიცის გამოყენებით.

Fuji C200-ს Fuji-სთვის დამახასიათებელი ტიპიური ცივი ზოგადი ტონი აქვს, რომელიც ჩრდილებში მოლურჯო-მომწვანო ელფერისკენ იხრება. Fuji C200-ს ასევე ახასიათებს გაძლიერებული ფერის რეპროდუქცია (მაღალი სატურაცია), კარგი სიმკვეთრე და გლუვი, წვრილი ხმაური.

@mountain__spirit
@mountain__spirit

პორტრეტებზე Fuji C200 საკმაოდ კარგ, ბუნებრივი შესახედაობის კანის ფერს გვაძლევს, უმეტესწილად მცირედი იასამნისფერი ელფერით. იასამნისფერს პრობლემა სურვილისამებრ ხშირად მარტივად შორდება მისი +1 სტოპით ექსპოზიციის შემთხვევაში, თუმცა ეს გამოიწვევს კონტრასტის ცოტა დაკარგვას.

ფერების მიხედვით Fuji C200 კარგად დაბალანსირებული ფირია, ფერთა მდიდარი პალიტრით. პირადად მე რატომაც მიყვარს C200, არის მისი რენდერი მწვანე და წითელ ფერთა გამაზე. როგორც Fujifilm-ის ბევრ ფირში, C200-შიც მწვანე მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. შეიძლება ითქვას ის არც  ისეთი ცოცხალია როგორც superia-ს ხაზში, უფრო ოდნავ თბილ მწვანეში გადადის, მაგრამ არც ისეთი თბილი როგორ Kodak colorplus-ი. ის რომ C200-ში მწვანე იზიარებს ტიპიურ ლამაზ Fuji-ს სახეს, მისი გადაღება ბაღებში, პარკებში თუ ზოგადად ბუნებაში ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

@millennial.frame

რაც შეეხება წითელს ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ თქვნ გადასაღებ ობიექტში ფიგურირებს წითელი ფერი (მაგ: პომადის ან კაბის სახით) და მისი გამოკვეთა გსურთ, მაშინ Fuji C200 ნამდვილად თქვენთვისაა.  მას აქვს უნარი გაამწვავოს წითელი ფერბის ბოლო სპექტრში. Fuji C200-ში წითელი ყოველთვის უფრო ცოცხალი და შესამჩნევია.

@atinatinatia

Fuji C200 გამოირჩევა ფართო ექსპოზიციის განედით. როგორც უმრავლესობა ფირებისა Fuji C200-იც კარგად უმკლავდება ჭარბ ექსპოციზიას, რაც გულისხმობს ფოტოს ნათელ ტონებში საკმარის ინფორმაციის შენახვას. ნაკლები ექსპოზიციის შემთხვევაში ცოტა მეტი ყურადღება მისაქცევია ფოტოს ბნელი ადგილები, ჩრდილები სადაც შესამჩნევად იმატებს როგორც ხმაურის სიხშირე ისე ღრმა მწვანე ელფერი.

@nikolozaa

Fuji Color C200-ს განსაკუთრებით ვურჩევდი დამწყებ ფირის ფოტოგრაფებს, პირველ რიგში გამომდინარე მისი ფასიდან და ხელმისაწვდომობიდან, მეორე რასაც ხაზი უნდა გავუსვათ არის მისი ექსპოზიციის განედი. Fuji C200-ით სინათლის იდეალურად გაზომვა პრობლემას არ წამოადგენს, შეგიძლიათ თავისუფლად გადაიღოთ ჭარბი ექსპოზიციით და იმაზე არ იდარდოთ, რომ ნათელი ტონები სრულად გადაგინათდებათ. ასევე C200-ს, კარგი სკანერთან კომბინაციის შემთხვევაში, შეგვიძლია საკმაოდ მკვეთრი ფირი ვუწოდოთ, რომელიც ფასიდან შესაბამისობით საშვალოდ სასიამოვნო ხმაურს გვაძლევს.

გაგვიზიარეთ თქვენი ფოტოები – აზრები კომენტარებში

Film Photography Blog

ირაკლი ჯანიაშვილის ფოტოგრაფია

“Not all those who wander are lost.” J.R.R. Tolkien შენს შესახებ მოგვიყევი, როგორც ვიცი პროგრამისტი ხარ, შენი პროფესიის შესახებ რომ გვითხრა მე ვარ ირაკლი ჯანიაშვილი, 27 წლის. 9 წელია პროგრამისტი ვარ, ვაკეთებ ვებ და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს. მიმუშავია სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ სტარტაპებში. ახლა ვმუშაობ სან ფრანცისკოში არსებულ კომპანიაში პოზიციაზე – Senior Software Engineer. ასევე […]

Lomography Berlin Kino 400 – გიორგი გამგებლის მიმოხილვა

ყოველ კვირას მაგნოლია ფილმ ლაბი ფოტოგრაფთა წრიდან, რომელიმე წევრს იწვევს, რათა ფოტოგრაფმა მიმოიხილოს თავისი საყვარელი ფირი. ამ კვირაში გიორგი გამგებელი გვიზიარებს შეხედულებებს Berlin Kino 400 film-ის შესახებ. Lomography Berlin Kino 400 მიმოხილვა „Berlin Kino საშუალებას აძლევს ფოტოგრაფებს გამოკვეთონ უმნიშვნელო დეტალებიც კი, რაც სხვა შემთხვევაში დაკარგული იქნებოდა და მოყვნენ ისტორიებს, რაც სხვა შემთხვევაში უთქმელი იქნებოდა „ […]

Announcing the winners of our AqTushetii Scholarship

როდესაც ფოტოგრაფია და მაგნოლია ფირის ლაბი გავხსენით, ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა – მხარი დაგვეჭირა ფოტოგრაფთა თემისთვის საქართველოში. თქვენი გამოგზავნილი აპლიკაციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენს მისიაში. აქთუშეთიის დაფინანსების მოსაპოვებლად30-ზე მეტმა თქვენგანმა გამოგზავნა აპლიკაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე მეტად აღფრთოვანებული, ძნელად თუ ვიქნებოდით. ქართველი ფოტოგრაფების ხარისხი/დონე კი გასაოცარია და მოტივაციას ყოველდღიურად გვიმაღლებს, რომ თქვენთვის ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ამ […]

საბა გორგოძის ფოტოგრაფია

“To be honest, photography never makes me happy.” – Saba Gorgodze მის ფოტოებში ხშირად ზღვარი წაშლილია, ფოტოგრაფია მხატვრობას ჰგავს, ხანდახან სიზმრებს, დავიწყებულ მოგონებებს და ისეთ გამოცდილებას, რომელიც არასდროს გამოგვიცდია, მაგრამ გვახსოვს. საბას ფოტოებში ყოველთვის არის, რაღაც ნაცნობი სიურეალისტური, გასაგები განცდა, რომელიც თბილისში სეირნობისას წამიერად დაგვეუფლება, თუმცა ყოველთვის ვახერხებთ, ამ განცდისგან თავის დაღწევას. საბას ფოტოებში, კარგად […]

FUJI COLOR 200 განხილვა

როცა საუბარი მიდის სამომხმარებლო კლასის ფირზე, არამგონია რომელიმე წარმოებელი იმაზე უფრო იაფი ფასის ფირს გვთავაზობდეს, როგორც ფუჯი თავისი Fujicolor C200. მიუხედავად ჩემთვის Fujicolor C200 ერთ-ერთი საყვარელი ფირია, რომელიც ფასთან შედარებით საოცრად მკვეთრი და ადვილად გამოსაყენებადია. დასახელება  შუქმგრძნობელობა  ხელმისაწვდომი ფორმატი  კადრების რაოდენობა   გამჟღავნება ხმაურის სიხშირე  FUJI COLOR 200 200 35მმ 24/36 C41 საშუალოზე Fuji Color C200 […]

Want receive these posts in your email inbox? Sign up for our Film Photography newsletter.

Fujicolor C200
No Replies on

FUJI COLOR 200 განხილვა

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.