Georgian national ballet “Sukhishvilebi” was founded in 1945 by Nino Ramishvili and Iliko Sukhishvili and was initially named as The Georgian State Dance Company, it was the first professional state dance company in Country. Sukhishvilebi is full of history, success and traditions, they represent Georgian art locally and globally. The company is very well known worldwide and is the face of the Georgian culture. The aim in this photo project was to illustrate them with a new unknown perspective, to create a new vision, from sculptural position to real life, from stage to streets, from myths to dreams.
As time goes by Sukhishvilebi’s dance program is evolving and has a constant progress, I tried to do the same in a photographic way, to create a new visual landscape for them. Project is made in a surrealistic manner in which You find dancers in industrial building’s elevator, watching the movie in cinema, dancing on the parking lot, or just chewing a pink gum, socializing and entering the new, contemporary visual era, the key point in series is the balance between innovative visual narrative and traditional, primary dance culture.
—–
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 1945 წელს ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის მიერ დაარსდა, ეს იყო ქვეყანაში პირველი პროფესიონალური მოცეკვავეთა ანსამბლი. სუხიშვილების დასი მდიდარი ისტორიით და ტრადიციებითაა ცნობილი, მათი წარმატება მოიცავს როგორც ლოკალურ ასევე გლობალურ სცენას და წარმოადგენს ქვეყნის ერთგვარ კულტურულ სახეს მსოფლიო მასშტაბით. ფოტოსერიის მიზანი მათ ახლებურად, უცნობი პერსპექტივით წარმოდგენაში მდგომარეობს, შექმნილიყო ახალი აღქმა, მომხდარიყო მათი დესკულპტურიზაცია, მითოლოგიიდან სიზმრებში,პერსონაჟების სცენიდან რეალურ, თანამედროვე გარემოში ინტეგრირება.
დროსთან ერთად „სუხიშვილების“ შემოქმედებითი პროგრამაც ვითარდება, იყო მცდელობა იგივე პროგრესის ფოტოგრაფიულ ენაზე თარგმნის, შექმნილიყო იმგვარი ვიზუალური ლანდშაფტი რომელზეც აქამდე მნახველს „სუხიშვილების“ ხილვის შესაძლებლობა არ ქონია. სერია სიურიეალისტურ მანერაშია შესრულებული, რეალობის და ჰალუცინაციის მიჯნაზე, მოცეკვავეები ზოგ შემთხვევაში ინდუსტრიული შენობის ლიფტში გვხვდებიან, ზოგ შემთხვევაში პარკინგის მოედანზე ხოლო ზოგჯერ უბრალოდ ვარდისფერი საღეჭი რეზინით, მაგრამ მთავარი სერიის აქცენტი თანამედროვე ვიზუალურ ნარატივსა და პირვანდელ, ხელშეუხებელ ცეკვის ტრადიციებს შორის
ბალანსზეა აგებული.