Portra 160 აღწერილია როგორც ბუნებრივი ფერის პალიტრის, დაბალი სატურაციისა და კონტრასტის მქონე ფირი. მას აქვს განსაცვიფრებელი ფერი, სიმკვეთრე და ძალიან დაბალი ინტენსივობის მარცვალი. 

Portra 160 იდეალურია პორტრეტის გადაღებისას, რადგან იგი გვაძლევს ზუსტ კანის ტონებს და გარემოსთან შესაბამის შედეგს თუ მასზე სწორად არის ექსპოზიცია ასახული – მაშინ, როდესაც Ektar-ით გადაღებისას, შესაძლებელია მიიღოთ მოწითალო კანის ტონები. უმეტესობა ფირების მსგავსად, Portra 160-ს  უყვარს თუ ოდნავ მაღალი ექსპოზიციით გადაიღებთ, მაგრამ ძალიან მაღალი ექსპოზიცია არ არის რეკომენდირებული და პირიქით – თუ დაბალი ექსპოზიციით მოახდენთ გადაღებას, მიიღებთ მოლურჯო ტონებს ჩრდილში.

 

 

 

 

 

 

 

 

მათ, ვისაც უკვე გადაუღიათ Portra 160-ით, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალია თუ დამწყები ფოტოგრაფი, ყველა თანხმდება რომ საუკეთესო ფირია პორტრეტის გადაღებისას. რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გვაძლევს იდეალურ კანის ტონებს, საშუალო კონტრასტს და სატურაციას. თუმცა აქვს საკმაოდ ვიწრო დიაპაზონი ექსპოზიციის ცვალებადობასთან მიმართებაში. 

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გიცდიათ Portra 160-ით გადაღება, ჩვენი რეკომენდაციაა აარჩიოთ სასიამოვნო, მზიანი დღე და ისიამოვნოთ ნატურალური ფერებით!

 

Portra 160

  • დაბალი სატურაცია
  • ექსტრემალურად დაბალი რაოდენობის მარცვალი
  • საშუალო კონტრასტი
  • იდეალური კონტროლირებადი განათების პირობებში
  • ნაკლებად მოქნილი ექსპოზიციის ცვალებადობის მიმართ

Related Posts

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.