Portra 400-ს აქვს ნატურალური, ნეიტრალური გამოსახულება, თუმცა მაღალი ექსპოზიციის შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ თბილი, ნათელი, სატურაციული ფერები.

ეს ფირი ასევე შესანიშნავია კანის ფერთან და პეიზაჟებთან სამუშაოდ და ძალიან მოსახერხებელია განათების ცვლილების შემთხვევაშიც. Portra 400-ს აქვს თბილი ფერთა გამა, განსხვავებით Fuji 400H-სგან, რომლის ფერთა გამა შედარებით ცივ ტონებს მოიცავს.

Portra 400-ით გადაღების შემთხვევაში ხშირად მიიღებთ ყვითელ ტონს გამოსახულებაზე, მაშინ როცა fuji 400H უფრო მწვანე ფერისკენ იხრება და ლურჯი ფერი ფირუზისფერში გადაყავს. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ Fuji-თ გადაღებისას ვერასდროს მიიღებთ თბილ ფერებს, უბრალოდ იმას ვგულისხმობთ, რომ Fuji-თ გადაღების შემთხვევაში “სითბო” შესაძლებელია უფრო იასამნისფერისკენ გადაიხაროს, ყვითელი ფერის მაგივრად.   



Related Posts

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.