ხშირად გვეკითხებიან თუ რა განსხვავებაა PLUS  და DELTA  ფირებს შორის.  ამ პოსტში მოკლედ  განვიხილავთ HP5+ -ისა  და DELTA-ს მაგალითს.

HP5+ 

 

  • იყენებს ემულსიის შექმნის ტრადიციულ მეთოდს.
  • HP5+ მრავალი წელი იხვეწებოდა და ვითარდებოდა რომ გამხდარიყო ექსტრემალურად მოქნილი და მტკიცე.
  • აქვს ექსპოზიციის აღბეჭდვის თავისუფლება და შემწყნარებელია დაბალი და მაღალი ექსპოზიციის მიმართ.
  • ფოტოებს აქვს მაღალი დეტალიზაცია – ტრადიციული შავთეთრი სახე და ხასიათი.
  • გასამჟღავნებელი ქიმიკატების მოქნილი არჩევანი. მტკიცეა ზედმეტად ან ნაკლებად გამჟღავნების მიმართ.
  • კარგი ISO-ს ბიძგის მახასიათებელი 400-დან 3200-მდე.

DELTA 400 Professional

 

  • უფრო თანამედროვე ემულსიის სტრუქტურა.
  • იყენებს ILFORD-ის Core-Shell™ კრისტალურ ტექნოლოგიას (განსხვავებულია კოდაკის T-Grain-სგან)
  • კრისტალური ტექნოლოგია ყურადღებით არის შექმნილი რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს დეტალების გარჩევადობა როგორც ჩრდილში, ასევე გადანათებულ ადგილებში.
  • HP5+ -სთან შედარებით მარცვლეულის სტრუქტურა უფრო თხელია. უფრო ახლოსაა საშუალო სიჩქარის ფირებთან, როგორიცაა FP4+ 125 ISO.
  • სურათებს აქვთ განსაკუთრებული სიმკვეთრე და გლუვი, წმინდა შესახედაობა.
  • გასამჟღავნებელი ქიმიკატების შერჩევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე HP5+ -ის შემთხვევაში.
  • სჭირდება უფრო დიდი დრო “ფიქსერის” დროს ვიდრე HP5+ -ს.
  • ზუსტი ექსპოზიცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე HP5+ -ის შემთხვევაში. (ნაკლებად შემწყნარებელია ექსპოზიციის და გამჟღავნების შეცდომების მიმართ)
  • ISO-ს ცვალებადობის კარგი მახასიათებელი, 200-დან 3200-მდე.
  • კარგი ექსპოზიციის და გამჟღავნების შემდეგ ნეგატივები ადვილია დასაბეჭდათ. აქვს კარგი ტონალური დიაპაზონი და შედარებით ადვილია დასაბეჭდად ვიდრე ჩვეულებრივი, გავრცელებული ფირები.

Related Posts