ILFORD-ი გთავაზობთ შავ-თეთრი ფირების ფართო არჩევანს დღევანდელ ბაზარზე. სანამ გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის მოსახერხებელია ჰქონდეთ არჩევანი ფირის ტიპებს შორის, ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ახალია ფირის ფოტოგრაფიაში.

თუ აპირებთ სცადოთ ILFORD-ის ფირი პირველად და გაინტერესებთ საიდან დაიწყოთ, მაშინ თქვენ სწორ ადგილას მოხვედით.

უმჯობესია დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რომ არ არსებობს არასწორი არჩევანი როცა ILFORD-ს ვირჩევთ. ყველა ტიპის ფირი უნიკალურია და თქვენი არჩევანი შემცირდება პირადი საჭიროებების მიხედვით, მაგალითად მარცვლის სტრუქტურის, სიჩქარის და იმის მიხედვით, თუ რის გადაღებას ვაპირებათ და სად.

DELTA  და  PLUS ფირთა ასორტიმენტის შედარება

ჩვენი ფირების ძირითადი ნაწილი იყოფა ორ კატეგორიად : PLUS ფირები (FP4 PLUS, HP5 PLUS და PAN F PLUS,) და DELTA პროფესიონალური ფირები (DELTA 100, DELTA 400 და DELTA 3200). 

DELTA-ს ხაზი იყენებს უახლეს ფირის ემულსიას, რომელის დადებითი მხარეა ჰქონდეს ნაკლები მარცვალი და მაღალი სიჩქარის დიაპაზონი. რაც ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ნაკლები რაოდენობის მარცვალს და უფრო სუფთა სურათებს, იგივე სიჩქარის PLUS ფირებთან შედარებით.

თუმცა PLUS ფირები, რომლებიც იყენებენ უკვე კარგად გამოცდილ ემულსიის ტექნოლოგიას, აქვს უფრო დიდი ექსპოზიციის სიგრძე ვიდრე DELTA-ს.  ეს მათ აქცევს უფრო მოქნილს ISO-ს ბიძგისათვის (1600-მდე) და ასევე ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის გამჟღავნების შეცდომებისგან. რაც იდეალურია ადამიანებისთვის, ვინც სწავლოვს ფირის ფოტოგრაფიის საფუძვლებს.

სწორია თუ არა როცა არჩევანს ვაკეთებთ DELTA-სა და PLUS ფირებს შორის. ორივე მათგანი პროფესიონალური ხარისხის ფირებია და ამის გამო ფუნდამენტური განსხვავება მარცვლის სიხშირესა და სიჩქარეს შორის უმნიშვნელო ხდება.

იდეალური დასაწყისისათვის სცადეთ HP5 PLUS (ან FP4 PLUS სტუდიაში ან მაღალი განათების შემთხვევაში) და როგორც კი უფრო თავდაჯერებული გახდებით  ექსპოზიციის სისწორეში, სცადეთ Delta და ნახეთ რომელ გამოსახულებას უფრო ამჯობინებთ.

განსხვავებული ფირები:

ILFORD-ი აგრეთვე აწარმოებს PLUS და DELTA-სგან განსხვავებულ ფირებს. მათ აქვთ განსხვავებული ხასიათი, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს. 

ერთ-ერთი მათგანია XP2 SUPER, რომელიც იზიარებს DELTA 400 და HP5 PLUS-ის ძირითად მახასიათებლებს. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი იყენებს გამჟღავნების C41 პროცესს, რომელიც გამოიყენება ფერადი ფირების გასამჟღავნებლად. მეტი მკაფიოობისთვის აღვნიშნავთ, რომ XP2 არის შავ-თეთრი ფირი, რომლის გამჟღავნება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, რომელიც ამჟღავნებს ფერად ფირებს.

სხვა უნიკალური მახასიათებელი, რომელიც XP2-ს გააჩნია აის ის, რომ შეგიძლიათ გადაიღოთ ISO 50 და 800-ს შორის ერთ ფირზე განათების შესაბამისად და გაამჟღავნოთ სტანდარტულად.

ფირის სიჩქარე:

ფირის სიჩქარე ან ISO არის ფირის მგრძნობელობის საზომი სინათლის მიმართ. რაც უფრო დაბალია ISO-ს რიცხვი, მით უფრო ნელია ფირი. მაგალითად ISO 50 უფრო ნელია ვიდრე ISO 400.  იმ შუქის რაოდენობას, თუ რამდენი უნდა აღიბეჭდოს ფირზე, კამერა განსაზღვრავს ISO-ს მეშვეობით. ამიტომ, თუ შუქი დაბალია, მაღალი ISO-ს მქონე ფირები გაძლევთ საშუალებას შეინარჩუნოთ მკვეთრი გამოსახულება და მაღალი გარჩევადობა და პირიქით.


Related Posts

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.